გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ერევანში მრავალბინიან სახლებზე მზის პანელებს ამონტაჟებენ

18-09-2019

ერევნის მერია და ევროკავშირი განახლებადი ენერგიის ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. პროგრამას ეწოდება „ევროკავშირი ერევნისთვის. მზის საზოგადოება“


პროექტის მიზანს ენერგიის მოხმარებისა და, შესაბამისად, სითბური აირების გამონაბოლქვის – წელიწადში დაახლოებით 850 ტონით შემცირება წარმოადგენს. ერთობლივი პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიონ 250 ათას ევროს შეადგენს.


რა გაკეთდება


მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ივარაუდება
• ერევნის 90 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლზე მზის პანელების დადგმა;
• ქალაქის ყველა ეზოში არსებული განათების ენერგიის დამზოგავი განათების სისტემებით შეცვლა;
• სოციალურად დაუცველი ოჯახების ენერგიის დამზოგავი ნათურებით უზრუნველყოფა.


მზის პანელები ერევნის გაჩერებებზე ევროკავშირისგან


მანამდე, 2017 წელს, ევროკავშირთან თანამშრომლობის წყალობით, ერევანში გაჩნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთი გაჩერებები, სადაც დამონტაჟებულია მზის პანელები. მათი საშუალებით შესაძლებელია მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა მოწყობილობების დატენვა. ერთ-ერთ ასეთ გაჩერებაზე მზის პანელების დადგმის შემდეგ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი პიოტრ სვიტალსკი იმყოფებოდა. მან ამ გაჩერებას „ევროკავშირის მზის გაჩერება“ უწოდა:


„სომხეთი მზით მდიდარი ქვეყანაა, და საჭიროა ამ ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება. სომხეთში ენერგეტიკის სფერო პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ ევროკავშირი მას ადგილობრივ, საკრებულოებისა და სახელმწიფო დონეზე ენერგოეფექტურობის გასავითარებლად გრძელვადიან დახმარებას სთავაზობს“.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი


მთავრობა მიიჩნევს, რომ სომხეთს, მზისა და ქარის ენერგიის თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს, და ხელისუფლება განახლებადი ენერგიის ხვედრითი წონის გაზრდას აპირებს.


ამ მიზნით, ქვეყანაში ხუთი 120-მეგაბაიტიანი მზის ენერგიის მწარმოებელი სადგური აშენდება.


ამჟამად სომხეთში ათი სხვადასხვა სიმძლავრის მზის სადგური მოქმედებს.


დამატებითი ინვესტიციები


სომხეთში განახლებადი ენერგიის სფეროში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები შემოვიდეს არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. სომხეთის „სახელმწიფო ინტერესების ფონდმა“ და კომპანია „მასდარმა“ ინვესტიციების თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი. წინასწარი მონაცემებით, საწყის ეტაპზე მათმა მოცულობამ, შესაძლოა, 500 მილიონი დოლარი შეადგინოს.


სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავინიანის თქმით, კომპანია „მასდარი“ აპირებს, სომხეთში ააშენოს მზის და ქარის სადგურები, რომელთა საერთო სიმძლავრე 500 მეგაბაიტს მიაღწევს. მთავრობას ეს ინვესტიციები სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებაში შეტანილ უდიდეს წვლილად მიაჩნია.


სომხეთის ენერგოსისტემა და განახლებადი ენერგეტიკა


ამჟამად სომხეთში განახლებადი ენერგეტიკის წილი ქვეყანაში წარმოებული ენერგიის საერთო მოცულობის ერთ პროცენტს არ აჭარბებს.
საკუთრივ ენერგეტიკული სისტემა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ატომური, სითბური და ჰიდროენერგეტიკისგან შედგება.
ქვეყანაში მოქმედებს მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ენერგიის დაახლოებით 40 პროცენტს აწარმოებს. კიდევ 40 პროცენტი ორი მსხვილი თბოელექტროსადგურის წილს შეადგენს.


ჰიდროენერგეტიკა ქვეყნის ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს. ძირითადად, ეს არის პატარა ჰესები, რომელთა რიცხვმა, 2018 წლის მონაცემებით, 184 – შეადგინა.


სომხეთი ასევე დაინტერესებული იყო ირანულ მხარესთან ერთად რეგიონში უმსხვილესი მეგრის ჰესის ერთობლივი პროექტის განხორციელებით, თუმცა განხორციელების აქტიურ ფაზაზე გადასვლა ჯერჯერობით არ ხერხდება.


რატომ არის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ისევ აქტუალური


ექსპერტები სომხეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ალაპარაკდნენ მძლავრი ენერგეტიკული ავარიის შემდეგ, რომელიც ამ წლის ივლისში მოხდა. მაშინ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მთელ სომხეთში მასშტაბური პრობლემები დაფიქსირდა. ერევანში მეტროს მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო – ვაგონები პირდაპირ გვირაბებში გაჩერდა. ენერგოქსელში არსებული რყევების შედეგად მობილური და ინტერნეტ-კავშირები გაითიშა.
ეს სიტუაცია ერევნის თბოელეტროსადგურსა და რაზდანის თბოელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკზე წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია.



jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930