გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე: პირველი ოქტომბრისთვის მივიღებთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს

21-09-2019

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

„ბიუჯეტი არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ახორციელებს ყველა პროგრამას და პროექტს. ჩვენ ერთ კვირაში, პირველი ოქტომბრისთვის მივიღებთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. პროექტი იქნება სოციალურად ორიენტირებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები.

ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის წვერები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გააგრძელებენ შეხვედრებს მოქალაქეებთან რეგიონებში, რათა მათი ინტერესები გაითვალისწინებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. ჩვენ გვექნება რამდენიმე მოსმენა კომიტეტის სხდომებსა და პლენარული სხდომებზე, სადაც პროექტი რამდენიმეჯერ გადამუშავდება და სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება. ეს იქნება სახალხო განხილვა. დეკემბრის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ პროექტი მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930