გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან გოცირიძე: მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისათვის მიყიდვა

22-09-2019

„მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქ" გვერდზე წერს.

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილ, - ეობაზე „ანაკლიის კონსორციუმში“.

„მთავრობამ განაცხადა, რომ სწავლობს ანაკლიის პროექტში ყაზახური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კორპორაცია ”მერიდიანის” მონაწილეობას. თუ ამ მასალას დავუჯერებთ, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოგვითხრობს, მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი. ეს კომპანია არის ყაზახეთის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ნავთობდოლარების (შავი ფულის) ოფშორებში გატანის შედეგად წარმოქმნილი გაუმჭვირვალე სტრუქტურა. მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისათვის მიყიდვა.

ამ კერძო კორპორაციის კაპიტალის თავდაპირველი(შეიძლება ამჟამინდელიც) წყარო არის ყაზახური ”კაზმუნაიგაზი”, სერიოზული კავშირებით რუსეთთან. მისმა შვილობილმა კომპანიამ, ”ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემა ” ყაზტრანსგაზთბილისი” იყიდა და მერე გაკოტრების პირას მიიყვანა.

ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილ, - ეობაზე ”ანაკლიის კონსორციუმში”.ამ კომპანიის მესაკუთრეებთან დაკავშირებულია საქართველოში ყაზახური ბიზნესით შექმნილი სტრუქტურების ქართველი მეწილეები, რომლებიც შემდეგ ივანიშვილის პარტნიორები გახდნენ( მაგალითად, ვაკეში ორი დაგრეხილი ”აქსისის” შენობაში).

ანაკლიას სჭირდება სუფთა ფული და დასავლური ზურგი.ის, რომ ხელისუფლებამ იძულებული გახადა ამერიკული მეწილე გასულიყო ანაკლიის პროექტიდან და კონსორციუმის დამფუძნებლები ცაიტნოტში ეძებენ მის შემცვლელს, ეს არ ამართლებს საეჭვო ფულის გაჩენას მის კაპიტალში. ნებისმიერ შემოთავზებაზე მთავრობა ისედაც წავიდოდა წინააღმდეგ, განვითარებული მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ის უცნაური შემთხვევაა, როცა ივანიშვილი შეიძლება დათანხმდეს. ეს კი ყველა ჩემს ზემოთჩამოთვლილ ეჭვებს გაამართლებს“, - წერს რომან გოცირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930