23-09-2019
"გვიხარია , რომ ეს სიახლე შემოგვაქვს რეგიონში . უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი , რომლის საშუალებითაც ბავშვებსა და მოზარდებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას აქ ქუთაისში შევძლებთ",- ამის შესახებ IBA ჯგუფის გაყიდვების მენეჯერი ევროპაში ენდრიუ დაიკი ,,იმედის კვირასთან“ საუბრობს.
,,IBA პროტონის თერაპიის სისტემას მსოფლიოს წამყვანი სამკურნალო ცენტრები იყენებენ. გვიხარია , რომ ეს სიახლე შემოგვაქვს რეგიონში . უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი , რომლის საშუალებითაც ბავშვებსა და მოზარდებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას აქ ქუთაისში შევძლებთ“,- აცხადებს ენდრიუ დაიკი.
რეგიონში პირველი, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი , რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევით ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.
ულტრა თანამედროვე , ძვირადღირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი ,,ადრონული „ თერაპიის ცენტრი , ის რაც ჯერ კიდევ ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის ფუფუნებად რჩება, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილი გახდება. სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უახლესი ტექნოლოგიით თანამედროვე ამაჩქარებლით -ციკლოტრონით , ამ ცენტრში დაიწყება. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება.