გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მოქალაქის ბარგში 16 კგ-ზე მეტი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

24-09-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი” სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მოქალაქის მ.ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელბარგის რენტგენო სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 16,35 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. სამხრეთ აფრიკის მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 10 სექტემბერს გადმოკვეთა, ხოლო ბარგი ერთი დღის დაგვიანებით, 11 სექტემბერს მიიღო. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930