26-09-2019
დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დონაციის აქციის „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს.
ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 70-მდე კლინიკა მარაგდება, მათ შორის არის, როგორც ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური პროფილის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო და კერძო კლინიკები.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში და მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს.