გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქართული წვენები ლონდონში გაიყიდება

25-02-2018

სპეციალურად ლონდონის ბაზრისთვის ქართული წვენი "ნული" შეიქმნა, რომელიც ექსპორტზე უახლოეს მომავალში გადაიტვირთება. როგორც Bm.ge-ს კომპანია ,,BPC”-ის დამფუძნებელმა გაგა აბაშიძემ განუცხადა, ბრენდი კონკრეტულ სეგმენტზე გათვლით შეიქმნა. მისი განმარტებით, ეს არის ალუბლის და ასკილის წვენი, რომელიც 100%-ით ნატურალურია, პროდუქტი არანაირი არომატიზატორს, ემულგატორს, საღებავს და ქიმიურ დანამატს არ შეიცავს. ლონდონში საწყის ეტაპზე ერთი კონტეინერი, 20-22 ათასი ბოთლი წვენი გადაიტვირთება, პროდუქტი დახლზე 1,5 ფუნტი სტერლინგი ეღირება.


“ჩვენ დავდეთ ექსკლუზიურობის ხელშეკრულება პარტნიორთან, რომელიც ლონდონის ბაზარზე გაიტანს ჩვენს პროდუქციას. ჩვენი პარტნიორი აპირებს ამ წვენის გაყიდვას ე.წ "ლანჩ თაიმ მარკეტზე“, რომელიც გულისხმობს ლონდონში ისეთ ბარებში, რესტორნებში და მაღაზიებში შესვლას, რომლის მთავარი მომხმარებელიც ბიზნესსექტორია, ამ მომხმარებლისთვის შესვენებაზე, ლანჩზე გამოსვლა ერთგვარი რიტუალია, აი, სწორედ ამ სეგმენტზე აკეთებს გათვლას ჩვენი პარტნიორი”, - განუცხადა Bm.ge-ს გაგა აბაშიძემ.


კომპანია წვენების საწარმოებლად ნედლეულს საქართველოს რეგიონის მასშტაბით სამ შემკრებ პუნქტში გლეხებისაგან იბარებს, კერძოდ, მცხეთა-მთიანეთში, საგურამოსა და ხაშურში.




bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031