ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იაპონიის მთავრობამ რეკორდული რაოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა
22-12-2017
იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ 2018 წლის ქვეყნის ბიუჯეტი დაამტკიცა. მასში თავდაცვის ხარჯები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და დაახლოებით 5.19 ტრილიონ იენს ($ 45.7 მილიარდი) შეადგენს.
საერთო ბიუჯეტი 97.7 ტრილიონი იენი იყო (დაახლოებით 861 მილიარდი დოლარი). როგორც გამოცემა აღნიშნა, ბიუჯეტის რეკორდული თანხები მზარდ სოციალურ დანახარჯებსა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებულ საფრთხესთან არის დაკავშირებული.
ამდენად, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების შეძენაზე დაიხარჯება. კერძოდ, 730 მილიონი დოლარი ქვეყანაში Aegis Ashore-ს კომპლექსის დამონტაჟებისთვის გამოიყო.
წყარო: ipress