გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: კვირიკაშვილმა ერთწლიანი დუმილი "მთავართან" დაარღვიაო, ისეთი ტონით გვამცნო ტელევიზიამ, ეგრევე "ქალიშვილობის დაკარგვასთან" გამიჩნდა ასოციაცია

28-09-2019

"მთავარ არხად" წოდებული, 'ნაციონალური მოძრაობის' პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ ეკა ბესელიას და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას თბილისის ერთ-ერთ კაფეში შემთხვევით შეესწრო ამ არხის ჟურნალისტი და რომ ერთწლიანი დუმილი გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ 'მთავართან' დაარღვია - წერს საკუთარ "ფეისბუქ გვერდზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ამით ეხმაურება "მთავარ არხზე" დღეს გასულ "ექსკლუზივს".

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი გვარამიას მიერ დადგმულ სპეკტაკლს დათანხმდა.

"გულდასაწყვეტია, როცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვარამიას მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლის პერსონაჟად ყოფნას თანხმდება და დეტექტიურ სიუჟეტს ამოფარებული იწყებს პოლიტიკაზე საუბარს. კვირიკაშვილმა ერთწლიანი დუმილი 'მთავართან' დაარღვიაო, ისეთი ტონით გვამცნო ტელევიზიამ, ეგრევე 'ქალიშვილობის დაკარგვასთან' გამიჩნდა ასოციაცია. ანუ რა გამოდის? კვირიკაშვილს იმ გვარამიასთან 'დაუკარგავს ქალიშვილობა', რომელზეც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამბობდა, კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემო. როგორც ჩანს, აღმოუჩენია გვარამიაში კაცი, რასაც ორივეს ვულოცავ!

კვირიკაშვილმა, როცა პორტირების მანკიერებაზე ლაპარაკობს, საკუთარ თვალში დირეც უნდა დაინახოს. თორემ ალავიძე და ჯანელიძე თუ პორტირებულები არ იყვნენ, მაშინ სხვა 'ნაციონალური მოძრაობის' მმართველობის დროინდელ მოხელეებს რატომ ეკრძალებათ ქვეყნის სამსახურში ყოფნა? სრულიად გაუგებარია და დაუსაბუთებელი სუბიექტივიზმია ასეთი მიდგომა. სხვა დანარჩენს კი, პასუხს ალბათ ცხოვრება გასცემს" - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მთავარ არხზე" ბესელიასა და კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა.

ყოფილი თანაგუნდელები თბილისის ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია და რაიმე განსაკუთრებულ თემებზე ამ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ, დეპუტატის თქმით, ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, რადგან ყოფილ პრემიერს რაღაც საკითხები აწუხებს.

კომენტარი გააკეთა ასევე გიორგი კვირიკაშვილმა. მან გამორიცხა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და რომელიმე თანამდებობისთვის ბრძოლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930