გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის საერთაშორისო მარათონი დასრულდა

29-09-2019

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რიგით მერვე „თბილისის მარათონი“ კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით გაიმართა. მორბენლებმა სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღეს. მარშრუტი კვლავაც ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავდა – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტა ქალაქის ისტორიული ქუჩები.


გაიმართა ქალებისა და კაცების ნახევარმარათონი, 10 კილომეტრზე გარბენი და ბავშვთა გარბენი. 10 კილომეტრზე ქალებში ალექსანდრა ზებენმა გაიმარჯვა, კაცებში – გიორგი შეყრილაძემ. რაც შეეხება ქალების ნახევრადმარათონის გამარჯვებულს, ბელარუსი ირინა ლაპიცკაია გახდა, ხოლო კაცებში – უგანდელი ისმაილ სენიანგე.


ქალთა და კაცთა ნახევარმარათონის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გაფასცეს – პირველზე გასულებმა 2000 ლარი მიიღეს, მეორეადგილოსანებმა – 1500 ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებმა 1000 ლარი.


რეგისტრაციიდან შემოსულ და ტრადიციულად, ჰაიდლებერგცემენტის მიერ გაორმაგებულ თანხას კომპანია ამჯერად „ძეგვის თავშესაფრის“ შენობის რეაბილიტაციას მოახმარს.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031