გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა იუნკერ შალვა ერისთავის საფლავს პატივი მიაგო

25-02-2018

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავი ვერის ბაღში გვირგვინით შეამკო, შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა შალვა ერისთავის საფლავზე დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა.
შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა საკუთარ თავზე აიღო. მან ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გადაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ და N4 სანგარი უკან დაებრუნებინათ.


თავდაცვის მინისტრთან ერთად შალვა ერისთავის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა მოადგილეებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930