გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ექსპერტებს: ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

1-10-2019

დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება და ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხაზი გაუსვა, რომ საფინანსო დოკუმენტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და დაფუძნებულია ფისკალურ დისციპლინაზე.

„სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობად დაასრულა მუშაობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული. ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია, გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები დღეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა.

„2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება. ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა. მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. არის ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ისე ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. ასევე რეგიონალურ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები დღეს მილიარდ ორასი ათასზე მეტია და შესაბამისად, ამას ყველაფერს სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930