გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მოდიოდა, მიშა მთებით მოდიოდა, ამ ლოდინში გაგვითეთრა თმები!“

1-10-2019

სამოქალქო აქტივისტი კახა მიქაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,მთავარი არხი"

გვარამია სააკაშვილს:

თქვენ ხართ ყველა დროის ყველაზე მასშტაბური ქართველი პოლიტიკოსი, პატრიოტიზმის
ს ი მ ბ ო ლ ო!

სწორედაც!!!
დიახ!
სააკაშვილი არის ყველა დროის ყველაზე დიდი და მასშტაბური არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ, საერთოდ ქართველი!!!

ფარნავაზი,
იოანე პეტრიწი,
გრიგოლ ხანძთელი,
ბაგრატ მესამე,
დავითი,
რუსთაველი,
თამარი,
გიორგი ბრწყინვალე...
არ გავაგრძელებ, რადგან სააკაშვილზე პატარა და ბევრად პატარა ქართველების ჩამონათვალი, ბოლოს მაინც ნ. გვარამიამდე მიგვიყვანს !!!

ამიტომ, აქ შევჩერდები...

დიახ!!!
ეს სააკაშვილზე პატარა ქართველები, თავიანთი მოღვაწეობით ამზადებდნენ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ქართველის მოვლინებას და, როგორც ატყობთ, გამოუვიდათ!!!

დღეს, უკრაინაში, დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი და მასშტაბური ქართველი, მისი მასშტაბისთვის შეუფერებელ ოდესის არც თუ ისე ფართო ქუჩებში ველოსიპედით დადის,
ოღონდ ,,პაკრიშკამ" არ დაუშვას
და
იაროს,
იაროს,
იაროს
ამინ!!!

მოდიოდა, მიშა მთებით მოდიოდა,
გადიოდა წლები!

მოდიოდა, მიშა მთებით მოდიოდა,
ვრცელდებოდა ხმები!

მოდიოდა, მიშა მთებით მოდიოდა,
თან მოჰქონდა კომბალი და ჯვრები!

მოდიოდა, მიშა მთებით მოდიოდა,
ამ ლოდინში გაგვითეთრა თმები!

მოდიოდა, მიშა მთებით მოდიოდა,
დილით
ადრე
სავარჯიშოდ ვდგები...“

alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031