გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელია, რომ ის ტყუილებს ემსახურება

3-10-2019

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მასზე და სხვა პირებთან დაკავშირებით „მთავარ არხსა“ და ტვ „პირველში“ გასულ, მისივე შეფასებით ცილისმწამებლურ სიუჟეტთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის იმ ჟურნალისტების გამო წუხს, რომლებმაც მთელი ცხოვრება უნდა ატარონ ზონდერ ჟურნალისტის ბეჭედი.

„სიცრუის მთავარმა საამქრომ, „მთავარმა არხმა“ და მასზე აყოლილმა ტვ „პირველმა“ გამოაცხადეს რაღაც უზნეო, ტყუილებით აღსავსე სიუჟეტი კონკრეტულ ბიზნესმენზე, ჩემზე, ხელისუფლებაზე. ეს არავითარ შეშფოთებას არ იწვევს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ხელწერაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე პირადად განვიცდი იმ ახალგაზრდა ჟურნალისტების გამო, რომლებმაც ეს ბეჭედი - ზონდერ ჟურნალისტის უნდა ატარონ მთელი ცხოვრების მანძილზე და თავისი კარიერა უნდა დაუკავშირონ ამ სიცრუის არა მარტო ტირაჟირებას, არამედ კონკრეტული ადამიანის დევნას. პარლამენტის შენობაში ჟურნალისტი დღეს, გუშინ დამდევს, ტყუილებს გაჰკივის და მერე ამისგან სიუჟეტს ამზადებს. ეს არის ზონდერ ჟურნალისტი ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი სწორედ ის არის, რომ ამას ემსახურება“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930