3-10-2019
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიულერმა სხდომის დასრულების მედიასთან კომენატრის გაკეთებისას ყურადღება ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება სამხედრო განვითარებაში. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების კუთხით.
„ჩვენ დღეს ვზეიმობთ 5 წლის იუბილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც გააძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვას. დღეს შევთანხმდით, რათა განვაახლოთ არსებითი პაკეტი. ჩვენს მოვისმინეთ ალიანსის წევრების დაპირება რესურსების მიმართულებით. თქვენ მოახერხეთ გაძლიერება თქვენი ინსტიტუტების, მოახდინეთ მოდერნიზება თავდაცვის ძალების და თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოებით, მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით და რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით, რომელიც ეხება თავდაცვის სექტორს და რაც უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობისა და სასამრთლოს რეფორმების შემდგომი განხორციელებისთვის. მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატოსთან. ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს მიღებული იქნება ალიანსის წევრად. ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოზეც იყო გაცხადებული, რაც პირველად გაცხადდა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, ნატოს კარი ღია რჩება“, - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.