გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო ზარდიაშვილი: ჩემი წასვლა ბესელიას არ უკავშირდება, სხვა შემთხვევაში პირიქით, არ წავიდოდი

7-10-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მის მიმართ მსგავს რეკომენდაციებს ადგილი არ ჰქონია.

როგორც ზარდიაშვილმა განაცხადა, საკუთარი გადაწყვეტილების მან შესახებ როგორც პარტიის ხელმძღვანელობას და მათ შორის პარტიის თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას აცნობა.

ვანო ზარდიაშვილის თქმითვე, როგორც პარტიის, ისე პარლამენტის ხელმძღვანელობა მას ურჩევდა, რომ დეპუტატის მანდატი არ დაეტოვებინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „მის მიმართ წარმოებული შავი პიარის გამო, მისი მცირეწლოვანი შვილები ყოველდღიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ“, გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ამასთან, ზარდიაშვილი აცხადებას, რომ პარლამენტიდან მისი წასვლა ეკა ბესელიას არ უკავშირდება.

„ჩემი გადაწყვეტილება იმ ქალბატონს არ უკავშირდება, პირიქით: იმ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს, მე პარლამენტიდან არ წავიდოდი“-განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ის ცოტა ხნით დასვენებას აპირებს, შემდეგ კი „უმუშევარი არ დარჩება“.

ვანო ზარდიაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ ეკა ბესელიასა და მას შორის მომდარი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ეკა ბესელია ფიზიკურადაც შეეხო.

ამასთან როგორც ეკა ბესელიამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, ვანო ზარდიაშვილს ეტყობოდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930