გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ძალოვანი უწყებებისგან მეტ აქტიურობას ითხოვს

7-10-2019

სექსუალური და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე, რომელიც ძალადაობაში დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატს ადანაშაულებს, ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხა "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ჯიშკარიანი.

ასევე, იგეგმება როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომლების, ასევე მალხაზ ფეიქრიშვილის დაკითხვა, ვინაიდან თავად თამთა თოდაძე ამბობს, რომ სწორედ მალხაზ ფეიქრიშვილი იყო შუამავალი, რომელიც მის ოჯახთან ჯიშკარიანმა მიაგზავნა საქმის მოგვარებისთვის.


"რადგანაც სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მოხდა ჩემი დაზარალებულად ცნობა და არ გატარდა ის რიგი ღონისძიებებისა, რაც აუცილებელია გამოძიების სწორი მიმართულების მისაცემად, ჩემი მთავარი თხოვნაა, რომ საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უფრო მეტად დამანახონ რომ აკეთებენ ყველაფერს ამ საქმის მაქსიმალურად გამოსაძიებლად", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თამთა თოდაძემ.

თამთა თოდაძემ მის მიმართ განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ონფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, როდესაც თოდაძის განცხადებით მის მიმართ ძალადობა განხორციელდა, დეპუტატი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიებამ დეპუტატის ბიუროდან ამოიღო მონიტორი და პრინტერი, რომელიც თამთა თოდაძის თქმით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს დაზიანდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930