გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ng.ru“(რუსეთი): მოსკოვი ჰააგაში კიევის, კიშინიოვის და თბილისის სარჩელებს უნდა ელოდოს

26-02-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ სვეტლანა გამოვას ავტორობით გამოქვეყნებული სტატია ეხება „სუამ“-ის ოთხი წევრ-სახელმწიფოდან სამი წევრის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას თანამშრომლობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში, რომელიც ორ მარტს კიშინიოვში დაგეგმილ კონფერენციაზე დეკლარაციის სახით გამოცხადდება (ფორუმის თემა: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა: აღმოსავლეთის პარტნიორობა და თანამედროვე გამოწვევები უსაფრთხოების სფეროში“). როგორც მასალაშია აღნიშნული, „სუამ“-ის კიდევ ერთმა წევრმა - აზერბაიჯანმა კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ანუ ამ ქვეყნის წარმომადგენლის ხელმოწერა ანტირუსულ დეკლარაციაზე არ იქნება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


პუბლიკაციაში განხილულია მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის ანდრიან კანდუს მიერ უკრაინის ერთ-ერთი სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუ, რომელშიც იგი აცხადებს, რომ კიშინიოვში დაგეგმილ კონფერენციაზე განხილული იქნება რეგიონული პრობლემები, განსაკუთრებით კონფლიქტები (დნესტრისპირეთი, დონბასი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და რუსეთის ნეგატიური, ხელშემშლელი როლი ამ კონფლიქტების მოგვარებაში.


კონფერენციაზე ისაუბრებენ აგრეთვე თანამშრომლობაზე თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში, ერთმანეთისადმი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე „ტერიტორიების რეინტეგრაციის“ საკითხში. ფორუმი ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ მხარდაჭერით ტარდება.


„კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებს ერთი უმთავრესი პრობლემა - ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხი აერთიანებთ. აშკარაა ისიც, რომ მათი მოქმედება დასავლეთთანაა შეთანხმებული და რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული“, - ნათქვამია სტატიაში.


„არსებობს ვარაუდი, რომ კიევი, თბილისი და კიშინიოვი ერთდოულად შეუძლიათ რუსეთზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ მოსკოვმა მათ კუთვნილი ტერიტორიები დაუბრუნოს. „სუამ“-ის სამი წევრი კარგად აცნობიერებს, რომ ისინი ცალ-ცალკე წართმეულ რეგიონებს ვერ დაიბრუნებენ, ხოლო თუ გაერთიანდებიან, მაშინ დასავლეთისა და აშშ-ის დახმარებით, ისინი რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ. ადრე მათგან თითოეულის ძალისხმევა „რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და საერთაშორისო ხმაურიან მოვლენებში იკარგებოდა“, - წერს ავტორი.


რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში მოლდოვა კიევის კვალს მიჰყვება: ამას წინათ ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის მთლიანად აიკრძალა რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობა. ერთადერთი გაგაუზიის ავტონომია დარჩა, სადაც რუსული არხები ჯერ კიდევ მოქმედებს (გაგაუზიას თავისი საკაბელო ქსელი აქვს), მაგრამ ესეც დროებითია: კიშინიოვმა კომრატი უკვე გააფრთხილა, რომ თუ არ შეწყვეტს მტრის ტელემაუწყებლობას, ჯარიმებს ვერ ასცდება.

სტატიაში გადმოცემულია, თუ როგორ ცდილობს მოლდოვა, უკრაინასთან ტანდემში, დნესტრისპირეთის შეზღუდვას. მოლდოვას არმიაში გადაიარაღება მიმდინარეობს. თუმცა, როგორც რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი ოლეგ ბელიაკოვის აცხადებს, სანამ რუსი ჯარისკაცები დნესტრისპირეთში იმყოფებიან, იქ მოლდოვას არმია ცხვირს ვერ შეჰყოფს. „მაგრამ თუ უკრაინის ფაქტორს გავითვალისწინებთ, რომელიც დნესტრისპირეთს რუსეთთან დამაკავშირებელ გზებს უკეტავს, - აღნიშნავს ავტორი, - არ უნდა გამოირიცხოს კიევის ზეწოლა ტირასპოლზე. მით უმეტეს, რომ ოდესის ოლქში განლაგებულმა უკრაინის არმიის ნაწილებმა დნესტრისპირეთთან წინ წაიწიეს. აშკარაა, რომ მოლდოვას აწყობს უკრაინასთან თანამშრომლობა, მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.


რაც შეეხება საქართველოს, მართალია, თბილისი ტერიტორიულად არ ესაზღვრება თავის ორ კოლეგას, მაგრამ ალიანსისაგან ისიც მოგებას ელოდება, განსაკუთრებით როცა იცის, რომ მათ ხმას აუცილებლად გაიგონებენ ევროპულ დედაქალაქებში და აშშ-ში.


„მოკლედ, რუსეთი ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალში, ახალ სარჩელებს უნდა ელოდოს: უკრაინის კვალს (კიევი მოსკოვს, ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის საკითხში, საზღვაო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს) საქართველო და მოლდოვაც გაჰყვებიან“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930