გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

13-10-2019

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნა.

 

ღონისძიება სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი ძაგნიძემ გახსნეს.

 

სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას სკრინინგ ცენტრის დირექტორმა საქართველოში ძუძუს სკრინინგის პროგრამის სტატისტიკაზე,   თავისებურებებზე,  ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, არსებულ ხარისხის კონტროლზე, გამოწვევებსა და პროგრამის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

 

„უმნიშვენლოვანესია, რომ ჩვენს ექიმებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მათ საერთაშორისო ექსპერტებმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტები და გამოცდილება გაუზიარონ. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელთაც ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს ყველა პაციენტს, როგორც თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, ასევე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენს მოქალაქეებს აღარ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მისაღებად”, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

 

ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებსა  და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობდნენ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი (ძუძუს ქირურგი, დერბის სამეფო ჰოსპიტალი, ნოტნგემის უნივერსიტეტი), პროფესორი მარკ სიბერინგი (ძუძუს ქირურგი, დერბის სამეფო ჰოსპიტალი, ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნოტინგემის უნივერსიტეტი), პროფესორი ლასლო თაბარი (რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი ონკოლოგი, მანჩესტერის კიბოს კვლევის ცენტრი და ქრისტის ჰოსპიტალის კიბოს ცენტრი) და ერიკ რობერტსონი (FAHRAS პროგრამის ავტორი, ინგლისი). 

 

სიმპოზიუმი განკუთვნილი იყო რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის,  გენეტიკოსებითვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930