გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს ჟურნალისტები მედიასემინარზე გაეცნენ

13-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედიასემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული  ღონისძიებების შედეგად  და მოსახლეობის  აქტიური ჩართულობით,  წელს აზიური ფაროსანას რაოდენობამნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები  სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად  კვლავ მიმდინარეობს   და გაგრძელდება,  სანამ მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.

მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში,  მაღალი შეფასება მისცეს  გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

მედიასემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად  შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა  კომპლექსური  ღონისძიებები (სახელმწიფომ  ასოციაციას გადასცა  შესაწამლი აპარატები,რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით  ჩატარდა   მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მედიასემინარზე წარმოადგინეს ასევე სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების  ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

მოსახლეობასთან შეხვედრები და  აქტიური საინფორმაციო კამპანია ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. ამ პერიოდში მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება. ამიტომმნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა.

 

დამატებითი ინფორმაცია

დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 258 ათასი ჰა საკარმიდამო ტერიტორია, ცივი შესხურების მეთოდით - 136 851,40 ჰა, მათ შორის, 44 144,55 ჰა სოფლის პერიმეტრი და 11 700,25 ჰა ტყის პერიმეტრი,  73 006,60 ჰა სიმინდის მასივი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 92 000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

შეწამვლითი სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს  ო  ტექნიკით მიმდინარეობს საყანე ფართობებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურესადგურები“.

ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. მათი  ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მოქმედებს  მავნებელთან ბრძოლისსაკოორდინაციო  მართვის ცენტრი. მოსახლეობის ინფორმირებულობის  მიზნით,  შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიანადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები.

აზიური ფაროსანა  დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე  გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო მაშინვე  აქტიურად ჩაერთო მავნებლის საწინააღმდეგო  ღონისძიებებისდაგეგმვასა და განხორციელებაში. რადგან საქართველოს არ გააჩნდა აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით,მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები  და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების ჩართულობით, შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა. გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორიორგანიზაციების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური  შესაძლებლობები. თუკი  2017 წელს ბრძოლის ღონისძიებებში  მხოლოდ15  ერთეული  სპეციალიზებული  ტექნიკა  იყო ჩართული, წელს  აღნიშნული რესურსი გაათმაგებულია  და რეგიონში  250 -ზე მეტი  ტექნიკაა  მობილიზებული.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930