გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა

14-10-2019

14 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019 გაიმართა.  ღონისძიებას 10 000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი და ფესტივალის 200-მდე მონაწილე დაესწრო.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ღვინო და ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები. მოეწყო შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საუკეთესო ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში, მოესმინათ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები.

 

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი რამდენიმე თვე მუშაობდა იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. წლევანდელმა ღვინის ფესტივალმა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იყო, სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან უმასპინძლა“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა ცისკარაშვილმა.

 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. მსგავში მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ  ახალი პარტნიორები“-, განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

მეღვინეობის ქალაქმა ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930