15-10-2019
2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს მომხმარებელთა 14.2% -მა განიცადა ინტერნეტ-შეტევა , როდესაც პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 16% იყო. სომხეთში მეორე კვარტალში მომხმარებელთა 15.4% –მა განიცადა ასეთი შეტევები. ამ მაჩვენებლით ქვეყანამ დაიკავა მე -13 ადგილი იმ ოც ქვეყანას შორის, რომელთა მომხმარებლებიც ყველაზე ხშირად განიცდიან ვებ-შეტევებს, ხოლო პირველ კვარტალში სომხეთი თავისი 16.13% -იანი მაჩვენებლით ამ რეიტინგში ვერ მოხვდა. აზერბაიჯანში ინტერნეტ-შეტევები დარეგისტრირდა მომხმარებლების 16.59% -ში, ეს მსოფლიოში მე-8-ე მაჩვენებელია პირველ კვარტალში აღრიცხული მე -11-ე ადგილის სანაცვლოდ (18.28%). ამის შესახებ მოწმობენ კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემები.
საშუალოდ მეორე კვარტალის განმავლობაში მსოფლიოს მომხმარებლების კომპიუტერთა 12,12 % დაექვემდებარა Malware- კლასის ვებ-შეტევას თუნდაც ერთხელ, ხოლო პირველ კვარტალში -13,18%. სულ 2019 წლის მეორე კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა გამოამჟღავნეს 717 მლნ. 57 ათას 912 შეტევა, რომლებიც აღირიცხა 203 ქვეყანაში დაყენებულ ინტერნეტ-რესურსებიდან და დაფიქსირდა 217 მლნ 843 ათას 293 ის უნიკალური URL (მისამართი), რომლებიდანაც მიმდინარეობდა ვებ-ვირუსების დამუშავება. პირველივე კვარტალში გამომჟღავნდა 843 მლნ 96 ათას 461 შეტევა, ხოლო ქვეყნების რაოდენობა არ შეცვლილა. გარდა ამისა დაფიქსირდა 113 მლნ 640 ათას 221 უნიკალური URL, რომელზეც ამუშავდა ვებ-ანტივირუსი.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ვებ-შეტევებისგან თავი დასაცავად გამოიყენოთ სანდო ვებ-მოდულიანი ანტივირუსი, რომელიც აბრკოლებს მავნე ობიექტების ვებ-გვერდებზე ჩამოტვირთვას. მავნე პროგრამები იგზავნება კიბერდამნაშავეების მიერ, რომლებიც შემდეგ ლეგიტიმურ საიტებზე აყენებენ მავნე სკრიპტებს და სხვადასხვა დანიშნულების პროგრამებს, ისეთებს როგორებიც არიან: კრიპტოვალიუტების დაფარული მაინერები, კრიპტოგრაფებ-გამომძალველები, პირადი და საბანკო მონაცემების მიმთვისებელი პროგრამები. თავდამსხმელები ასევე სპეციალურად ქმნიან მავნე საიტებს, მათში განზრახ ტვირთავენ სხვადასხვა მავნე პროგრამებს, შემდეგ კი ამ საიტებით, სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით, მომხმარებლებს მახეს უგებენ.