გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ დანელია „ბადაგონის“ ამჟამინდელ მფლობელს შეხვდა

26-02-2018

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კომპანია „ბადაგონის“ ამჟამინდელ მფლობელ გიორგი სალაყაიას შეხვდა.
შეხვედრაზე კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე ისაუბრეს.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ბადაგონი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო და სერიოზული კომპანია ექსპორტის თვალსაზრისით.
„პირველ რიგში აუცილებელია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ პრინციპების დაცვით, დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით დავის მეორე მხარესაც მოუსმენენ.


„ბუნებრივია ვერ შევალთ კერძო დავაში, ეს არც კომიტეტის და არც ჩემი პრეროგატივა არ არის. მთავარია ჩვენ მოვისმინოთ ორივე მხარის მოსაზრებები და კოპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


პარლამენტში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30