გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო

26-02-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანში განთავსებულ საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს საგუშაგოს ტერიტორიაზე არსებულ მოსასვენებელ ვაგონში, სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელმა (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) დ.ჯ.-მ, დათვალიერების მიზნით, იარაღების შესანახად გამოყოფილ ღია კარადაში სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი უნებართვოდ აიღო, დაუდევრად მოეპყრო მას, რა დროსაც განახორციელა გასროლა. სროლის შედეგად დაიჭრა სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელი (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) ბ.რ., რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30