16-10-2019
„დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა, ხოლო თავისი ქონება ამ ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა“ - განაცხადა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ეს მცდელობა არის უტიფრობა და ცინიზმი.
“ამას პრიმიტიულად, თავხედურად და უტიფრად სთავაზობენ საზოგადოებას. ორ-სამ ეთერში გაითამაშებენ რაღაც სპექტაკლს, დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი ამას დაიჯერებს, რომ ხალხს შეიძლება ყველაფერი აკადრო. ეს მცდელობა არის უტიფრობა და ცინიზმი, მათ ვერაფერი ისწავლეს და დაივიწყეს. მათი პოლიტიკური წარსული ამ პიარ-ტექნოლოგიური გეგმის განხორციელების გზების მთავარი ზღუდე და ბარიერია“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.