გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის ქსელში გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი და მოხდა სამოქმედო გეგმის დასახვა

18-10-2019

"ამ წუთებში, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს პროტონული თერაპიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმში ISOP2019, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება.სიმპოზიუმზე საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი და მოხდა სამოქმედო გეგმის დასახვა “,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

,,საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე - ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, ქართუ ჯგუფის პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე. სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება პირისპირ შეხვედრები მსოფლიოს წამყვან მკვლევარებთან, კლინიკებთან და სხვადასხვა პროტონული თერაპიის ცენტრების წარმომადგენლებთან. სიმპოზიუმზე განხილული იქნება საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების საკითხი.ფორუმი ბელგიური კორპორაცია IBA-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა - ლუკ ჰერრემანმა გახსნა. ბელგიურ მეგაკომპანია IBA-სთან პარტნიორიბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებელი და პროტონული თერაპიის ცენტრი”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/110250390356443/posts/138305927550889?sfns=mo

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930