გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია სპორტსმენებს: თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, ამ მწვავე პრობლემების მქონე რეგიონში - საოკუპაციო ხაზთან

19-10-2019

დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებისგან სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი მხრიდან გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.

„თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, თან ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან. ისიც მესმის, რომ ეს დამატებით ემოციას და დამატებით ჟინს გაძლევთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მეტი იშრომოთ და იბრძოლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის ღირსება, ის გულწრფელობა, რომლითაც თქვენს რეგიონს და ხალხს ემსახურებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031