გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია რუს გენერლებს სიმბოლურ ფასად გადაეცა-ენმ

26-02-2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის ინფორმაციით, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია რუს გენერლებს სიმბოლურ ფასად გადაეცა.


„აჭარის მთავრობა და პირადად ზურაბ პატარაძე პირდაპირ ჩართულია რუსული გავლენების გასაძლიერებლად რეგიონში, რაც მის არაერთ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს. მინდა საზოგადოებას შევახსენო ეს ადგილი, რომელიც 90-იან წლებში ნარკოტიკების რეალიზების, კრიმინალური შეკრებებისა და გარჩევების ადგილი იყო, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმის უშიშროების უფროსი რუს გენერლებთან ერთად ხელმძღვანელობდნენ. 2004 წლის აჭარის რევოლუციის შემდეგ სახელწიფომ ეს ტერიტორია ქართულ სპეცსამსახურს გადასცა, ხოლო მიმდებარე ტერიტორია აჭარის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს კი ქართულმა სახელმწიფომ ეს ტერიტორია კვლავ რუს გენერლებს დაუბრუნა. რეალურად ქართულმა სახელმწიფომ რუს გენერლებს ტერიტორიასთან ერთად ქართული სპეცსამსახურიც მიჰყიდა. სიმბოლურია დღეს რეგიონში, რომ ზურაბ პატარაძემ ძალიან სწრაფად მოახდინა ასლან აბაშიძის ჩინოვნიკების იმ ნაწილის დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც 90-იან წლებში და დღესაც რუპორები არიან რუსული ნარატივის. ჩვენ, ამისთვის არ გვიბრძოლია, ეს ქალაქი და ახალი ბულვარი ჩვენ გრუ-ს სპეცსამსახურების საპარპაშოდ არ აგვიშენებია. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ვინც რუსულ დავალებას ასრულებს, აუცილებლად დაისჯებიან“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.




pirveliradio.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930