გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მაღაროებში სამაშველო ოპერაციის ინტენსიური წვრთა გაიარეს

20-10-2019

ქალაქ კარლეტონვილში 8 მაშველისგან შემდგარი ჯგუფის ვიზიტი მიზანი მაღაროში მუშაობის სპეციფიკის, უსაფრთხოების წესების, არსებული საფრთხეების და წარმოქმნილს ინციდენტებზე რეაგირების მეთოდების გაცნობა იყო.

მაშველებმა დეტალურად განიხილეს მაღაროში ინციდენტებზე რეაგირების საფეხურები და წესები. წვრთა შეეხებოდა სუნთქვისათვისათვის რთულ პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მაღაროს გვირაბებში ხანძრის ქრობის და კედლების გაგრილების სამუშაოებს, მაღაროში მომწამვლელი აირების დადგენას, ასევე, დეტექტორების გამოყენებას. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მაშველები მაღაროში დაახლოებით 3000 მეტრის სიღრმეზე მატარებლის მეშვეობით ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად გვირაბის გამაგრების სისტემების, აფეთქების სამუშაოებთან დაკავშირებული მოსამზადებელი ეტაპების, უსაფრთხოების ნორმების და მოპოვებული მასის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საფრთხეები დეტალურად განიხილეს. განხილვის შემდეგ, ჯგუფმა მაღაროში გადაადგილება ფეხით განაგრძო და 3500 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, სადაც ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გრუნტის ფენების ჩამოწოლის შედეგად გარკვეული ინციდენტი მოხდა. მხარეების მიერ განხილულ იქნა ამ კონკრეტულ სიტუაციაში სამაშველო ოპერაციის წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეები.

მასპინძელი მხარის წარმომადგენლებმა, ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი დაინტერესებისათვის და აღნიშნეს, რომ ისინი ძალზე კარგად მომზადებულები მაღაროში არსებული ფიზიკური დატვირთვებისათვის და რთული კლიმატური პირობებისათვის.

კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს შახტებში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით, მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტების პირველი ჯგუფი ეყოლება. სამხრეთ აფრიკაში, შახტების სამაშველო სერვისების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის ბაზაზე გადამზადებული ქართველ მაშველთა ჯგუფი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კოლეგებს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930