გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი რუსეთის ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის სრული გამოძიებისკენ მოუწოდებს

27-02-2018

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ცხინვალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარს გმობს. 
ტრაგიკული ინცინიდენტზე სათანადო რეაგირებისკენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა მოუწოდა.
ცხინვალში მომხდარს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.
„მოვუწოდებთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნელივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება და მათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“,- ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში.
კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031