გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა

23-10-2019

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის ორწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა და მას ახალ სამსახურშიც წარმატება უსურვა.

„თქვენ იცით, შარშან განვახორციელეთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებში, მთლიანად სამსახურის რებრენდინგი მოხდა, გაიზარდა მისი ფუნქციები და დაემატა თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შესამჩნევია. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იგი ტოვებს თანამდებობას მისი გადაწყვეტილებით. სხვა სამსახურში გადადის, რომელსაც მოგვიანებით შევიტყობთ. გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, სადაც გიორგი მიდის, იქაც წარმატებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930