გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს  სრული ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ მხარეს  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული შემთხვევის შესახებ  

27-02-2018


ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს  სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ.

აღნიშნული განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამასთან, საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ბატონ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც ახორციელებენ დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, უზრუნველყონ საქართველოს მთავრობა ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრული ანაგარიშით. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე.

 

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას”-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930