გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

25-10-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა დაისის, ღლონტის, გურამიშვილის, ღრმაღელეს, ილია ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, მირზა გელოვანის, ლვოვის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილის, კარტოზიას, ქართლის, კნოლევის, თმოგვის, გვაზაურის, გუდამაყრის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ლისის საკრებულოს ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, მინდელის და ძოწის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ჯავახეთის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებო.

"თელასის" ინფორმაციითვე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ტაბახმელას და შინდისის, ასევე ნავთლუღის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე კი მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, იუსტინე ჩუბუნიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031