25-10-2019
თბილისის საქალაქო სასამართლოში იურისტი ნოდარ ილურიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
როგორც "ნიუპოსტს" დავით ასათიანმა განუცხადა, წინასწარი ვერსიით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
"ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი"- აცხადებს ასათიანი.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.