გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ჩამშვებები“ გზებზეღა გვაკლდა“-სომხეთში საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლებს რიგითი მოქალაქეები გამოავლენენ

25-10-2019

სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ საგზაო მოძრაობის დარღვევის გადაღების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ახლა საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის ნებისმიერ მოწმეს საკუთარი ტელეფონით შეუძლია ვიდეო გადაიღოს და ის პოლიციაში გადააგზავნოს.


თუმცა, ამ სიახლემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჯერ პარლამენტში, შემდეგ კი საზოგადოებაში. ზოგიერი იმან აღაშფოთა, რომ კანონი „ჩაშვებისკენ“ მოუწოდებს.


ახალი კანონის შესახებ


კანონპროექტის ავტორები მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატები – სისაკ გაბრიელიანი და არმენ პამბუხჩიანი გახდნენ.


გრძელი სახელწოდების მქონე კანონში – „ვიდეოკამერებითა და ფოტოგრაფიული მოწყობილობებით გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დარღვევის საქმეთა თავისებურებების ადმინისტრაციული წარმოების შესახებ“ – დამატებების შეტანას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 24 წინააღმდეგ გამოვიდა, და მხოლოდ სამმა შეიკავა თავი.


კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისცეს. მათი აზრით, ამ კანონის მიღება „ჩაშვების“ დანერგვას გამოიწვევს.


კანონპროექტის ავტორები ამ აზრს არ ეთანხმებიან. მათ მიაჩნიათ, რომ მოქალაქეები უბრალოდ ვალდებულები არიან, რომ დარღვევების შესახებ აცნობონ. ამავდროულად, ანონიმურ საჩივრებს არ განიხილავენ. ვიდეოს გამგზავნებმა საკუთარი ვინაობა უნდა დაასახელონ.


სხვათა შორის, მთავრობამ ერთი და იგივე ადამიანის მიერ გაგზავნილი ყოველთვიური და ყოველწლიური ელექტრონული შეტყობინებების მაქსიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვა უნდა დააწესოს. როგორც მანამდე პროექტის თანაავტორი სისაკ გაბრიელიანი იუწყებოდა, ალბათ ერთი და იგივე ადამიანისგან ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე თვეში არაუმეტეს ერთი, და წელიწადში არაუმეტეს 10 შეტყობინების გაგზავნა უნდა შეიძლებოდეს. საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევების წინააღმდეგ საჩივრის შეტანა მოქალაქეებს უკვე ახლავე შეუძლიათ. მაგრამ მალე ამუშავდება ახალი პროგრამა, საიდანაც მობილური ტელეფონებით შესაძლებელი გახდება ფოტოებისა და ვიდეოების შეუფერხებლად გადაგზავნა. პროგრამა უკვე დამუშავების სტადიაზეა.


თავიდან ეს პლატფორმა საცდელი რეჟიმით მხოლოდ ერევანსა და საერთაშორისო ტრასებზე იმუშავებს, შემდეგ კი უკვე მთელ სომხეთში.


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეა მთლად ახალი არ არის. 2018 წლის „ხავერდოვან რევოლუციამდე“ პოლიცია მოძრავი ვიდეოჩამწერი საშუალებების გამოყენებას აპირებდა, თუმცა საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ პროექტი გადაიდო.


ცოტაოდენი სტატისტიკა


სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, იანვარი-აგვისტოს პერიოდში სომხეთში 2950 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დარეგისტრირდა.


ავარიების შედეგად დაიღუპა 219 ადამიანი, სულ 4253 ადამიანი დაზარალდა.


გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 17,8%-ით გაიზარდა.


რას წერენ სოციალური ქსელებში


Facebook-ის სომხურ სეგმენტში ამ სიახლის შემოღება დღის თემად იქცა.


მომხმარებელთა ნაწილი აღშფოთებულია, რომ ქვეყანაში „ჩაშვების“ მეთოდები ინერგება, მეორე ნაწილი – კანონპროექტის ავტორებს მადლობას უხდის.
აი, ზოგიერთი კომენტარი:


„და ეს როგორ უნდა გავიგოთ? ახლა ერთმანეთი უნდა დავასმინოთ?“;


„ჩამშვებები“ გზებზეღა გვაკლდა!“;


„ეს დიდი დახმარება იქნება. ადამიანების სიცოცხლე ავარიებს ძალიან ხშირად ეწირება. იქნებ ამ სიახლემ უშველოს“;


„ვიდეოებს გარკვეულ შემთხვევებში გავგზავნი. თუკი მივიჩნევ, რომ უხეში დარღვევაა – ვიდეოს გავგზავნი. ისე კი, ამით შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაკავდნენ – მაგალითად, საგზაო პოლიცია“;


„აშკარად კარგი იდეაა!“


„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა! აშშ-ში ეს სისტემა მუშაობს. მოქალაქეების მხრიდან კონტროლის არსებობა საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ სომხეთში წესების მიხედვით იმოძრავებენ!“




Jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930