გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამიანები, რომელთა საქონელიც ხანძრის შემდეგ გადარჩა საქმიანობას გვერდით ფართებში განაგრძობენ

27-02-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. 

„შევხვდი ბაზრობის ადმინისტრაციას. როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები თავიანთ სამუშაოს დაასრულებენ, მაშინვე დაიწყება დამწვარი ფართის აღდგენითი სამუშაოები. იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა, გვერდით ფართებში განთავსდნენ და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“, - განცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განცხადებით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზადაა, მოიჯარეებს ინდივიდუალურად შეხვდეს.

„როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ამ ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იჯარის თანხებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზადაა, ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს და გაიარონ ხელშეკრულებები. უნდა მოხდეს აღწერა, რა საქონელზეა საუბარი და შემდეგ ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ელექტროობა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა. ალბათ დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზებიც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031