28-10-2019
თბილისის მერი კახა კალაძე მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი იყოს.
"მგონია, რომ ეს არის მცდელობა მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ჩამოაგდონ გარკვეული არასასიამოვნო ურთიერთობა. ამიტომ ნამდვილად არ მინდა მაგ თემაში შესვლა. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს საპატრიარქოსთან, ჩვენს უწმინდესთან, სარწმუნოებასთან, შესაბამისად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ კამპანიის და მგონია რომ ეს არის კამპანია, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.