გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: არჩილ ტატუნაშვილის მუხანათური მკვლელობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

27-02-2018

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„არჩილ ტატუნაშვილის საზარელი, მუხანათური მკვლელობა შეიძლება განხილულ იყოს, არა მარტო როგორც კრიმინალი, არამედ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ასეთი ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, დღესაც ყველაფერს აკეთებს დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. მიზნის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევა, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და დაუსჯელობის სინდრომის განცდა არ შეიქმნას საზოგადოებაში” – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930