გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შეღწევისთვის ძალისხმევას გააგრძელებს

27-02-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა.


შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას, რომლის მორიგი გამოხატულებაა საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და ასევე საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტი.


გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პოზიცია მომხდარის შესახებ სარწმუნო და გამჭირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისი შემდგომშიც გააგრძელებს აღნიშნული პროცესზე დაკვირვებას.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობისა და აღნიშნულ ტერიტორიებზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დაშვების აუცილებლობას. უმაღლესმა კომისარმა დააფიქსირა, რომ ის კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შეღწევისთვის ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით.


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ პირველად გასულ წელს მიიღო, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც წელს ასევე განიხილება მხარდაჭერილი იქნება წვერი ქვეყნების მიერ და მასში ადეკვატურად აისახება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930