გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბაქოელები შუშის ხიდის მსგავსი კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებენ და მას სიმახინჯისა და კორუფციის სიმბოლოდ მიიჩნევენ

30-10-2019

ბაქოში ახალი საფეხმავლო ხიდის მშენებლობამ ქალაქელები აღაშფოთა – უმრავლესობას ის სულელურად და მოუხერხებლად მიაჩნია. ეს უზარმაზარი და ჩახლართული კონსტრუქცია უკვე „ბაქოს დიდ კედლად“ (ჩინეთის დიდი კედლის ანალოგიით) მონათლეს. ჩინოვნიკები კი ამბობენ, რომ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.


10 მეტრი გზის თავზე


ახალი საფეხმავლო ხიდი გზიდან თითქმის 10 მეტრის სიმაღლეზე იქნება – ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო მაღლა, – ჰყვება ვებ-გვერდი 1news. მისი სიგრძე 76 მეტრს შეადგენს, სიგანე კი – დაახლოებით 4 მეტრს. ხიდი მეტროს სადგურსა და პარკს დააკავშირებს.


გზის ამ მონაკვეთზე უკვე არსებობს „ზებრა“, მაგრამ ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოებისთვის ეს საკმარისი არ არის.


„აქ ფეხით მოსიარულეებს მუდმივად მანქანები ეჯახებიან“, – განმარტავს სახელმწიფო სააგენტო „აზერბაიჯანის საავტომობილო გზების“ წარმომადგენელი ანარ ნაჯაფლი.


ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხიდის ზომა ნუ შეაშინებთ და პირობას დებს, რომ გადასასვლელზე ორ ავტომატურ პანდუსსა და ლიფტს დაამონტაჟებენ. ესკალატორებზე არაფერია ნათქვამი.


რა საჭიროა გართულება?


ბაქოელებს ჩინოვნიკის მტკიცების არ სჯერათ, ახალ ხიდს სიმახინჯეს უწოდებენ, და ყველა პარამეტრით აკრიტიკებენ:


„სად მიაშენებენ პანდუსებს? და თუ მიაშენეს, რამდენ დღეს იმუშავებს?“;


„არც ლამაზია და არც მოსახერხებელი! მახინჯი მუხლუხო!“;


„ეს გადასასვლელი – ფლანგვისა და კორუფციის სიმბოლოა“;


მტკივნეული თემის გამწვავება


მიწისქვეშა და მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელები – ბაქოელებისთვის „მტკივნეული თემაა“. ბევრს მიაჩნია, რომ ეს გადასასვლელები ადამიანებს ცხოვრებას კი არ უმარტივებს, არამედ ურთულებს.


მაგალითად, ასეთ გადასასვლელებსა და ხიდებზე უმეტესად ერთ-ერთი ესკალატორთაგანი მუდმივად გაფუჭებულია (თუკი საერთოდ არის).
გარდა ამისა, ეს გადასასვლელები ზოგჯერ ისეთ ვიწრო ქუჩებზეა მოწყობილი, სადაც ნაკლები მოძრაობაა, და გაუგებარია, რა საჭიროა.




jam-news.net

p.s. სტატიის სათაური ორიგინალში: "ბაქოს მცხოვრებლები 10-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით აღშფოთებულები არიან"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930