გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუს ჟურნალისტ სვეტლანა პროკოპიევას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

30-10-2019

ქალაქ ფსკოვის მკვიდრ რუს ჟურნალისტს სვეტლანა პროკოპიევას ტერორიზმის გამართლებაში ადანაშაულებენ. ამ მუხლის მიხედვით, მაქსიმალური სასჯელი – თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთაა.


ყველაფერი თებერვალში, სვეტლანა პროკოპიევას მიერ ადგილობრივი რადიოსადგურის ვებგვერდზე მასალის პუბლიკაციის შემდეგ დაიწყო. საუბარი არხანგელსკში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდამ უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილების შესასვლელთან, ამ ორგანიზაციაში დაპატიმრებულთა წამების გაპროტესტების ნიშნად, თავი აიფეთქა.


პროკოპიევას აზრით, ამგვარი ტერორისტული აქტების რიცხვის სულ უფრო მატებაში მთავარი ბრალი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი პროტესტის წინააღმდეგ არსებულ რეპრესიებს მიუძღვის.


ამ პუბლიკაციის შემდეგ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით აღიძრა.


მასთან სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებული იყო ყველა ელექტროდანადგარი. პროკოპიევას საბანკო ანგარიშები დაიბლოკა.


სვეტლანა პროკოპიევა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი აზრით, ის უბრალოდ პატიოსნად ასრულებდა თავის სამუშაოს, და აანალიზებდა ისეთ მოვლენას, როგორიცაა ტერორიზმი. აი, რა დაწერა მან თავის FB-აკაუნტზე, როდესაც კოლეგა-ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მიმართავდა:

„თუ არ გეშინიათ, ეს ციტატა გამოაქვეყნეთ:


„ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი პრეზიდენტი. ძლიერი გუბერნატორი. ქვეყანა, რომლის ძალაუფლებაც ძალოვანებს ეკუთვნით.


ის თაობა, რომელსაც არხანგელსკელი ამფეთქებელი მიეკუთვნებოდა, ამ ატმოსფეროში გაიზარდა. მათ იციან, რომ მიტინგებზე სიარული არ შეიძლება – არბევენ, შეიძლება გცემონ, შემდეგ გაგასამართლებენ. მათ იციან, რომ ერთი ადამიანის პიკეტები დასჯადია. ისინი ხედავენ, რომ პარტიის გარკვეულ შემადგენლობაში შეგიძლია უმტკივნეულოდ გაწევრიანდე და მხოლოდ შეხედულებების გარკვეულ სპექტრი გამოთქვა უშიშრად. ამ თაობამ გამოცდილებით ისწავლა, რომ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწევ – სასამართლო იმ გადაწყვეტილებას დაშტამპავს, რომლითაც ამხანაგი მაიორი მოვიდა.


პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების მრავალწლიანმა შეზღუდვამ რუსეთში არა უბრალოდ არათავისუფალი, არამედ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა, რომელთანაც საქმის დაჭერა არცთუ უსაფრთხო და საშიშია“.


ამ მოწოდებას რუსეთში 20-ზე მეტი მასობრივი საინფორმაციო საშუალება გამოეხმაურა და ტექსტი დაბეჭდეს.


ამის შემდეგ ფსკოვში სვეტლანა პროკოპიევას კოლეგები დაკითხვაზე დაიბარეს.


JAM-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930