გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

31-10-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა შინდისის, ერეკლე მეორეს მოედნის, ივერის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და შოთა ნიშნიანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 18 საათამდე კი ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ლაღიძის, შოთა ნადირაშვილის, შალვა მშველიძის, მათიაშვილის, ნავთლუღის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, მესხეთის, ალექსანდრე ჯანელიძის და ქობულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ანა პოლიტკოვსკაიას და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 14 საათიდან 18 საათამდე პეტრიაშვილის, თერგის, ბარნოვის, გალის, კეკელიძის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031