31-10-2019
8 წლის თამუნას მარტოხელა დედა, რომელიც სოციალურად უკიდურეს გაჭირვებაშია, დახმარებას ითხოვს:
"გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ როცა დედა ხარ ან მშობელი, ადამიანი და გტკივა გული გრძნობ, რომ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება.
თამუნა 8 წლის არის. აქვს ცერებლარული დამბლა ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ეპილეფსიური შეტევები და თავში კისტა. მე ვარ მარტოხელა დედა ვცხოვრობ ორ შვილთან ერთად ქირით. ყველანაირი დახმარება შემიწყვიტეს. ძალიან მიჭირს ქირის და გადასახადების გადახდა. იმის საშუალებაც არ მაქვს, წამალი და პამპერსი ვუყიდო შვილს.
მკურნალობა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ბავშვების აცრემლებულ თვალებს რომ ვხედავ უძლური ვარ. ბავშვს მშობელი ახარებს მე კი ამის საშუალება არ მაქვს.
გთხოვთ მიტანოთ ჩემი გასაჭირი გულთან და დამეხმაროთ. მადლობა წინასწარ ყველას"-ამბობს თამუნას დედა.
ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში GE05BG0000000746245000
მიმღები გაბუნია ასმათი. ჩარიცხვა შესაძლებელია ფეისბოქსის აპარატებიდან პირადობის ნომრით 60001048060. საქველმოქმედო ზარის ნომერი: 0901701183 ზარის გახორციელება შეუძლიათ ბილაინის აბონენტებს. ზარის ღირებულება 1ლარი. საკონტაქტო ნომერი 568684548 ქრისტინე