გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქარელში, დევნილთა კორპუსში, აფეთქება მოხდა

1-11-2019

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში გამთენიისას აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

“მსხვერპლი არ არის. ერთი ადამიანია დაშავებული და ის უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. ნგრევას რაც შეეხება, ჩამსხვრულია შუშები”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

metronome

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031