28-02-2018
იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ისევ გაიხსნა. ტაძრის გახსნაზე ბერძნული მართლმადიდებელი, სომხური და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ერთობლივად მართავენ წმიდა ეკლესიას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
იერუსალიმის მერის გეგმების წინააღმდეგ, რაც ტაძრის გაურკვეველი ვადით დახურვას მოიცავდა, სამდღიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.
როგორც ბერძნულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიის წინამძღვრების წერილში იყო განმარტებული, ასეთი გადაწყვეტილება ეკლესიის და წმინდა მიწაზე ქრისტიანული მრევლის წინააღმდეგ სისტემატური კამპანიისთვის პროტესტის გამოცხადების ნიშნად მიიღეს.
კერძოდ, მათი თქმით, ქრისტიანების აღშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას ეკლესიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის უფლებას აძლევს. სასულიერო პირებმა წერილში ამ კანონპროექტს "დისკრიმინაციული და რასისტული" უწოდეს.
გარდა ამისა, ეკლესია მუნიციპალური მოსაკრებლების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც მათი მტკიცებით, სტატუს-კვოს არღვევს.
2-06-2025