გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მერი ამომრჩევლის წინაშე 2019 წლის ანგარიშით წარსდგა

1-11-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამომრჩევლის წინაშე 2019 წლის ანგარიშით წარსდგა.

მუნიციპალიტეტის მერმა მიმოიხილა მიმდინარე წელს განხორცილებული პროექტები და ის პროგრამები, რომლებიც წლის განმავლობაში სხვადასხვა სამსახურების მიერ ხორციელდება.

ალექსანდრე სარიშვილმა ასევე 2020 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა:

ქალაქ ლანჩხუთის საფეხმავლო ბილიკების, გარეგანათების და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი შენობების ფასადების რეაბილიტაცია;

ქალაქ ლანჩხუთის 10 ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდასასოფლო გზების რეაბილიტაცია;

ქალაქ ლანჩხუთში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;

ქალაქ ლანჩხუთში რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა;

სოფელ გრიგოლეთში, პალიასტომის ტბაზე შესასვლელის მოწყობა;

სოფელ ყვავილნარში გზის რეაბილიტაცია;

სოფელ შუხუთში ლელოს მუზეუმის მშენებლობა;

ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია;

ორაგვის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობა;

კურორტ გრიგოლეთში მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა;

იგეგმება სუფსა-წყალწმინდა, ღრმაღელე-ორმეთის გზის რეაბილიტირება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს დეპუტატები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და მერის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930