გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დანიაში „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორის, მიხაი ზიჩის გამოფენა გაიმართა

1-11-2019

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, დანიის სამეფოში უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენას.

გამოფების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მიხაი ზიჩის 25 ნამუშევრის მაღალი რეზოლუციის ასლი.

ღონისძიება გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისასისაუბრა ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორიაში მიხაი ზიჩის მიერ შეტანილ წვლილზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდება უნგრელი მხატვრის საქართველოში ჩამოსვლას და ილუსტრაციებზე მუშაობის პროცესს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის ელჩმა კრისტოფ ალტუშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ღონისძიების ინიციატივისა და ორგანიზებისათვის. ასევე, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საელჩოს თანამშრომლობის უნიკალურ გამოცდილებას და საქართველოს ელჩს უსახსოვრა მიხაი ზიჩის ნახატების ალბომი.

გამოფენას ესწრებოდნენ კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ქართული და უნგრული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიება დასრულდა მიღებით, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და უნგრული კერძები.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება.

1881 წელს იგი საქართველოში ჩამოვიდა. ნაწარმოების თემაზე მუშაობისას ზიჩი იმდენად მოიხიბლა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსით, რომ შექმნილი ილუსტრაციები ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930