2-11-2019
სოციალურ ქსელში კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ფეისბუქმომხმარებელი ირაკლი მილაძე ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ კასპში ნეპოტიზმი ყვავის.
მილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სამი ადამიანის დაჯერება არ შეიძლება, ესენია:
1. ბოზი
2. ნარკომანი
3. კასპის მერი
კასპობა სამჯერ გადაიდო!!! გაგიგიათ ასეთი რამე? კიდევ კარგი ახალი წელი თავისით მოდის, თორემ კასპში ისევ 2012 წელი იქნებოდა. რაზე მეტყველებს ეს ყოველივე იცით? ნეპოტიზმი რომ სჭამს მერიასაც და საკრებულოსაც, ამის ნათელი მაგალითია. ნათესაობით, კლასელობით, მეზობლობით და პარტიული კუთვნილებით რომ ინიშნებიან ხალხი, ესაა მთავარი პრობლემა. პროფესიონალიზმი საერთოდ არ განიხილება, როცა კადრის მიღებას ეხება საქმე. მთავარი კრიტერიუმია ერთი რაღაც, რამდენად მაგარი იქნება პლაკატების გაკვრაში, აგიტატორად სიარულში და ა.შ.
რა ჰქვია იმ საქმეს, როდესაც კასპის სპორტსკოლის დირექტორად თაღლითობისათვის ნასამართლევ კაცს დანიშნავ და რამდენიმე ასეულ ბავშვს ანდობ? რა ჰქვია იმ საქმეს, როდესაც ბაღების მომარაგების უფროსს ისევ ბაღების გაერთიანებაში დააბრუნებ, რომელიც სასჯელს იხდიდა საბავშო ბაღებში დამპალი ხორცის შეტანისთვის? ამაზე ვინც თვალს ხუჭავთ მანდ და ყოველ 20 რიცხვში ხელფასს ღორებივით ელოდებით, თქვენი ადგილი ზუსტადაც რომ საღორეშია“-წერს ირაკლი მილაძე სოციალურ ქსელში.
p.s. იმ შემთხვევაში, თუ კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საპასუხო პოზიციის დაფიქსირებას გადაწყვეტს, ჩვენ მზად ვართ ის ჩვენს პლატფორმაზე გავაჟღეროთ.
წყარო: region.ge