გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჯავახაძე: ავტოსაგზაო შემთხვევების და მის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაში კლება არის, თუმცა მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს

4-11-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მეორე ეტაპის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"როგორც მოგეხსენებათ აპრილში დავიწყეთ საგზაო უსაფრთხოების კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის", დღეს ვიწყებთ რეალურად მეორე, ახალ ეტაპს ამ კამპანიის. ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ნაკრები, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს, ასევე, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, ალბათ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შესაბამისად, მომზადებულია ახალი ვიდეოკლიპები, რომლებიც მედიასაშუალებებში აქტიურად დატრიალდება"

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, ხომ არ იგეგმება გამკაცრება, ნინო ჯავახაძემ განმარტა:

"ორ ნაწილად გავყოთ -ერთი ნაწილი არის მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია წარდგენილი, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც არის, მეორე ნაწილი არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს ცვლილებები წარდგენილი ჯერ არ არის და გარკვეულწილად ეს გულისხმობს სანქციების, როგორც დიფერენცირებას ანუ დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ისე გამკაცრებას, აქ საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორიც არის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ".

მედია დაინტერესდა, როგორია სტატისტიკა კამპანიის პირველი ეტაპის შემდეგ და არის თუ არა შეცვლილი უკეთესობისკენ მდგომარეობა:

​"თუ შევაჯამებთ 2019 წლის 9 თვის მონაცემებს, კლება გვაქვს, როგორც წინა წლის 9 თვესთან შედარებით, ეს არის ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, კლების მაჩვენებელი არის როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაში ისე დაშავებულთა რაოდენობაში, უმნიშვნელო კლებაა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით, ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო უნდა ამ ეფექტის მისაღებად, შესაბამისად ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს"-განაცხადა ჯავახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930