გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეითთა დამატებითი გადასასვლელების მოსაწყობად შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება

28-02-2018

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ყველა რაიონის გამგებელს დაავალა, კონკრეტულ უბნებში ისეთი ლოკაციების იდენტიფიცირება მოახდინონ, სადაც ქვეითთა დამატებითი გადასასვლელების მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და საგზაო ნიშნები განთავსდება.

 

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში უკვე გამოვლენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს.

 

„სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. წელს, ევროპული ტიპის 100 ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ, რაც საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, ახალი ავტობუსების შემოყვანით, ძველების ჩანაცვლება სრულად მოხდება. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ჩვენ ქალაქში გამოყოფილი გვაქვს  კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე შეუძლებელი ხდება, რადგან ამისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ასევე, სავალდებულოა ქვეითთა გადასასვლელებზე ლედგანათებები დამონტაჟდეს.

 

„დღეისთვის, ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს და  საგზაო ნიშნები განთავსდეს. აქვე მინდა, გამგებლებს დავავალო, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდეს. ასევე, სავალდებულოა, რომ გადასასვლელებზე (ე.წ. ზებრებზე) ლედგანათებები დამონტაჟდეს,  როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, რათა ეს ყველაფერი მთლიანად იყოს მოწესრიგებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930